25 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
27-მა ქვეყანამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა შეთახნმებას მიაღწიეს. ტერეზა მეის მიერ შემუშავებულ შეთანხმებას ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს. შეთანხმება ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე სამიტზე შედგა. შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა Twitter-ში დაწერა. დონალდ ტუსკის განცხადებით, 27-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმებას და პოლიტიკურ დეკლარაციას ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სამომავლო ურთიერთობებს. ახლა ტერეზა მეიმ შეთანხმების მხარდაჭერაზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტი უნდა დაითანხმოს.

დღის ამბები