20 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში გამოკითხულთა 50% ნეგატიურად აფასებს-Edison research-ის კვლევის შედეგები

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით Edison research-მა ბოლო წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარა. კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2038 მოქალაქე გამოკითხა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები.

კითხვაზე როგორი მიმართულებით მიდის ქვეყანა? მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 73%  თვლის, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის. 9%-მა კი, უბრალოდ, არ იცის. 

კიდევ ერთი კითხვა საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება. რამდენად ეთანხმებით საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც აუქმებს ხალხის მიერ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევას?-ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

11-11% სრულიად ან ნაწილობრივ ეთანხმება ამ საკონსტიტუციო ცვლილებას.

15% - ნეიტრალური პოზიცია;

ყველაზე მეტი - 36% - ნაწილობრივ არ ეთანხმება;

ხოლო 22% კატეგორიულად არ ეთანხმება;

5%-ს პასუხი ან არ სურს ან არ აქვს.

კითხვაზე, უნდა გაიმართოს თუ არა რეფერენდუმი პრეზიდენტის არჩევის მეთოდთან დაკავშირებით? მოქალაქეების 78% დადებითი პასუხი აქვს. 10% კი მიიჩნევს რომ არა.  

არ ვიცი -ასე კითხვაზე 12% პასუხობს.

მომდევნო კითხვა ეხება ბიძინა ივანიშვილს - როგორ აფასებთ მის როლს ქართულ პოლიტიკაში?

ძალიან დადებითად - 4%;

ნაწილობრივ დადებითად - 9%;

არც დადებითად, არც უარყოფითად - 23%.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 27%, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის როლს პოლიტიკაში ნაწილობრივ ნეგატიურად აფასებს.

23% კი ძალიან ნეგატიურად;

14%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

თუ ნეიტრალურ პასუხებს მოვაცილებთ, ხოლო დადებით და უარყოფით შეფასებებს შევაერთებთ, მაშინ მივიღებთ ასეთ სურათს:

ჯამში 13% ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში ძალიან ან ნაწილობრივ პოზიტიურად აფასებს, ხოლო ჯამში 50% - ძალიან ან ნაწილობრივ ნეგატიურად. ცდომილების ზღვარი ამ კვლევაში პლუს-მინუს ორი პროცენტია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც "რუსთავი 2"-ის დაკვეთით შესრულებულ კვლევას ეხება, ასევე დასმული კითხვების ზუსტი ფორმულირება, განთავსებულია არხის ვებ-გვერდზე www.rustavi2.ge. სადაც არის 2018 წლის არჩევნების ბანერი, რომელზე შესვლითაც თქვენ მოხვდებით დოკუმენტების ჩამონათვალში. სწორედ აქ არის განთავსებული ბოლო და ასევე წინა კვლევებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია.

  

დღის ამბები