19 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
70-ზე მეტი განცხადება პოსტის დატოვების შესახებ-მარნეულში, საუბნო კომისიების წარმომადგენლები წაგებული პირველი ტურის შემდეგ ჩაანაცვლეს

70-ზე მეტი განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ - მარნეულში, საუბნო კომისიების თავმჯდომარეებმა, მოადგილეებმა ან უბრალო წევრებმა  მასობრივად, მხოლოდ რამდენიმე დღის შუალედში, ერთი მეორის მიყოლებით დაწერეს განცხადებები და პოსტები დატოვეს. მიზეზად  ძირითადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ან პირადი საკითხები დასახელდა.

მარნეულში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ კომისიის თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და წევრებს განცხადება იძულებით დააწერინეს, რადგან გაირკვა, რომ  თანამდებობიდან წასული პირები იმ საარჩევნო უბნებს ხელმძღვანელობდნენ, სადაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველი ტური წააგო. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ „კარგად“ ვერ იმუშავეს  „ქართულმა ოცნებისთვის“ ხმები არ გააყალბეს, შესაბამისად ისინი თავიდან მოიცილეს.

ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ  პოსტებიდან წასული ადამიანების შემცვლელების შერჩევას ოპოზიცია არ დაასწრეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. 

დღის ამბები