20 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
გაყალბებული პირადობები და უბნების საარჩევნო სიებზე მიწერილი ერთი და იგივე ადამიანი - ოპოზიცია ზუგდიდში მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობს

გაყალბების მეთოდი, რომელსაც "ქართული ოცნება" წარმატებით იყენებს - ოპოზიციის ინფორმაციით ხელისუფლება აგროვებს მონაცემებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც, მაგალითად, საქართველოში არ იმყოფებიან და არჩევნებზეც ვერ გამოცხადდებიან.

მათ სახელებზე იბეჭდება პირადობის ყალბი მოწმობები და მათ ნაცვლად ხმას ვიღაც სხვა მისცემს, ამისთვის კი ათასობით ადამიანის მობილიზება ხდება. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით ამ ადამიანებს გადასცემენ რამდენიმე ყალბ პირადობის მოწმობას იმისთვის, რომ მათ რამდენიმე უბანზე მისცენ ხმა. რაც შეეხება თითზე მარკირების ნიშანს, ის სპეციალური ხსნარის გამოყენებით მარტივად ცილდება.

"რუსთავი 2"-მა ზუგდიდში, აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთ დეპარტამენტში მამაკაცის გადაღება შეძლო, რომელიც სიებს ახარისხებდა, თუმცა კითხვაზე რატომ იყო ამ სიებში მიწერილი ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, ამაზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვას პასუხი არავინ გასცა.

ამის პარალელურად არჩევნებამდე სამი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლე ზუგდიდის მეოთხმოცე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე. სოფო დავითაიასთვის უცნობია რატომ მოხსნეს და არც ის იცის ვინ დაწერა მის მაგივრად განცხადება. თავად იცის მხოლოდ ის, რომ უკანონო დავალებას არ შეასრულებდა და ფიქრობს თავიდან ამიტომ მოიშორეს.

კომისიის თავმჯდომარის გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი პაატა დავითულიანია. რუსთავი ორის ინფორმაციით ის წარსულში პირადობის მოწმობების გაყალბების საქმეში მონაწილეობდა და მის საქმეს სწავლობდა გამოძიებაც.

დღის ამბები