23 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
თავდასხმა რუსთავში-გაერთიანებული ოპოზიციის წევრს სახლის აივანზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

თავდასხმა რუსთავში - გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ხელმძღვანელია, საცხოვრებელი სახლის აივანზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. შემთხვევა რუსთავის მე-17 მიკრო რაიონის #2 კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მომხდარს გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო პროცესს უკავშირებს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. თავდამსხმელების ვინაობა ამ ეტაპისთვის უცნობია. 

დღის ამბები