19 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
„ქართული ოცნების მორიგი ბლეფი“ – „ევროპული საქართველო“ პარტიიდან წევრების წასვლის შესახებ დეზინფორმაციას ეხმაურება

“ევროპული საქართველო’’ "ქართული ოცნების" მხრიდან გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, პარტიიდან წევრების და მხარდამჭერების წასვლის შესახებ კიდევ ერთხელ ეხმაურება.

შეგნებულ მცდარ ინფორმაციას ოცნება ამჯერად "ევროპული საქართველოს" სამტრედიის ორგანიზაციის შესახებ ავრცელებს და საზოგადოებას არწმუნებს, რომ თითქოს პარტია 150-მა ადამიანმა დატოვა.

„ევროპული საქართველოს" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ავთანდილ სტურუას განცხადებით, გამოცხადებული ადამიანებისაგან „ევროპული საქართველოს“ წევრი, არცერთი არ ყოფილა.

„უმეტესი მათგანი არამარტო წევრი, არამდე ცნობითაც კი არ ვიცნობ. უფრო მეტიც, მთავარი წამყვანი პირი, ვინც პირველი ინტერვიუ მისცა, იყო ზურაბ ფანცულაია, რომელიც არის სოფელ დიდი ჯიხაიშის სკოლის პედაგოგი, არის ოცნებისტი აქტივისტი,“ - აცხადებს სტურუა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძე,  დეზინფორმაციას „ევროპული საქართველოდან“ „ ქართულ ოცნებაში“ გადაბარგებული წევრების შესახებ „ ქართული ოცნების“  მორიგ ბლეფს უწოდებს. „მოჩვენებითი სურათი, თითქოსდა „ევროპული საქართველოდან „ „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგებულ წევრთა შესახებ არის „ქართული ოცნების“ მორიგი ბლეფი და განსაზღვრულია მხოლოდ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნას წინასწარი სურათი მათი მხარდამჭერების მატებისა, რაც ვფიქრობთ, რომ გამიზნულია მხოლოდ ერთი მიზნით, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის,“ - აცხადებს ბობოხიძე.

დღის ამბები