24 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
საარჩევნო ბიულეტენზე მითითებული ამომრჩევლის სახელი და გვარი - ოპოზიცია კიდევ ერთ კანონდარღვევაზე საუბრობს  

ამ წუთებში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებიან და თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. ოპოზიციის ინფორმაციით, რეგიონებში ცესკოს წევრებს აძლევენ ინსტრუქციას, რომ თუკი შემოხაზულ ბიულეტენზე მითითებული იქნება ამომრჩევლის სახელი და გვარი, ეს კანონდარღვევად არ ჩაითვლება. 

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ეს არის კიდევ ერთ მექანიზმი ამომრჩევლის გასაკონტროლებლად. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის ნების გაკონტროლებას ცდილობს.

„მოდის ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარომომადგენლები, ტრენერები, ასევე ოლქის წარმომადგენლები, აფრთხილებენ უბნის წევრებს, რომ თუ საარჩევნო ბიულეტენში აღმოჩნდა მითითება, რომელიმე ამომრჩევლის სახელის და გვარის, ეს ბიულეტენები არ ჩაითვალოს ბათილ ბიულეტენებად. ეს არის პირდაპირი, უხეში დარღვევა, საარჩევნო კანონმდებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპის ფარულობის და შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ამ პოზიციის დაფიქსირება არის ნებსით თუ უნებლიედ, გაყალბებაში მონაწილეობა და გაყალბების ოფიციალურად, კანონიერად გაფორმება,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან დაუყოვნებლივ შეხვედრას მოითხოვს.

„ქართული ოცნება“ თავის ადმინისტრაციულ რესურსს, სწორედ ამ დავალებას აძლევს, რომ შემოხაზვისას მიუთითოს თავისი სახელი და გვარი, რომ მოხდეს იდენტიფიცირება, თუ რა არჩევანს აკეთებენ ისინი,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები