19 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - ავღანეთში დისლოცირებულმა ქართველმა სამხედროებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - ავღანეთში დისლოცირებულმა ქართველმა სამხედროებმა ქვეყნის მთავარსარდალი უკვე აირჩიეს. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია დაილუქა. შედეგებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაითვლიან.

უწყების ცნობით, არჩევნების პროცესმა მშვიდ გარემოში შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩაიარა.

ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

დღის ამბები