16 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები - „კურიერს“ ათენში მცხოვრები ემიგრანტი დაუკავშირდა

ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები - „კურიერს“ ათენში მცხოვრები ემიგრანტი დაუკავშირდა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს.

„რუსთავი 2-თან“ საუბარში ის იხსენებს, რომ მოტყუებით დაიბარეს ემიგრანტების ერთ-ერთ შეკრებაზე, რომელიც რეალურად სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო შეხვედრა აღმოჩნდა.

ემიგრანტის თქმით, შეკრებაზე მისულ ოპოზიციურად განწყობილ ემიგრანტებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

„კვირას კონსტანტინოს ეკლესიასთან შეიკრიბნენ, დარეკეს და მივედი მეც, მოუწოდებდნენ ხალხს, რომ შევიკრიბოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ავირჩიოთ. წამომესია 5 ქალი, სახეზე არ ვიცი, ვინ იყვნენ, სახეზე კი შევხედე, მაგრამ ცნობით არ ვიცნობ. იერიშით წამოვიდნენ, რომ რას ჰქვია, ხარ ნაციონალი და ოპოზიცია, იგინებოდნენ, გვაგინებდნენ და იყვნენ ერთ ამბავში, რომ მიყურეთ, თქვენ სახეებს ვიმახსოვრებთ, რას გიზამთ, გვემუქრებოდნენ. ეს იყო დამუქრება,“- განაცხადა ქართველმა ემიგრანტმა.

დღის ამბები