24 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
20 ათასი დამკვირვებელი და მართვითი ცენტრი, სადაც დარღვევების შესახებ ინფორმაცია online შევა - გრიგოლ ვაშაძის შტაბმა ხმების დაცვის მექანიზმები შეიმუშავა 

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბში იმ მექანიზმებზე საუბრობენ, რომლითაც ამომრჩეველთა ხმებს გაყალბებისგან დაიცავენ.

სპეციალურად არჩევნებისთვის შექმნილ მართვის ცენტრში ყველა დარღვევის შესახებ შტაბი შეტყობინებას 20 ათასი დამკვირვებლისგან ონლაინ რეჟიმში მიიღებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდებიან.

გარდა ამისა ვებგვერდზე www.Dzalaertobashia.ge მოქალაქეებს შეეძლებათ ნებისმიერი დარღვევის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს მიაწოდონ.

გაერთიანებული ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველა ის მექანიზმი, რომლითაც „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას შეეცდება, მათთვის ცნობილია.  

"რამდენიმე ფორმა აქვე შემუშავებული ქართული ოცნებას. პირველი არის მოსყიდვა. ჩვენი მობილური ჯგუფები აღჭურვილი იქნებიან ვიდეო საშუალებებით, აუდიო გადაღების საშუალებებით რომელიც მოგვცემს საშუალებას ონლაინ რეჟიმში დავაფიქსიროთ თითოეული ასეთი ფაქტი. შემდეგი ეს არის სომხური კარუსელი. გამაგრებული გვაქვს საარჩევნო უბნის თითოეული მონაკვეთი ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება თავისუფალი ბიულეტენის უკან გამოტანა, რის საშუალებითაც ხდება ე.წ;. სომხური კარუსელის დატრიალება,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებას, გაერთიანებული ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას 11 ათასი ადამიანი ჰყავს რეგისტრირებული, რომელიც ხმის მიცემას სხვადასხვა უბანზე შეეცდება. თუმცა როგორც გრიგოლ ვაშაძის შტაბში აცხადებენ, ოპოზიცია მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემს. 

„ნუ შეეცდებით გაყალბებას იმიტომ რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ როგორც არ უნდა შეეცადოს ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებას და მოსყიდვას, საარჩევნო კაბინაში, ბიულეტენთან მოქალაქე არის მარტო და ვერავინ გააკონტროლებს ვის შემოხაზავს ის. 

კიდევ ერთი ფორმა გაყალბების რომელზეც გაერთიანებული ოპოზიცია საუბრობს ეს გადასატანი ყუთებია. გრიგოლ ვაშაძის შტაბში ამბობენ, რომ არ დაუშვებენ, რომ გადასატანი ყუთით სარგებლობის შემდეგ ამ ადამიანებმა დამატებით საარჩევნო უბანზეც მისცენ ხმა. 

დღის ამბები