იაპონიაში შეკრებაზე მყოფ საქართველოს ნაკრებში მომხდარ ჩხუბს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არ ადასტურებს. გიორგი ათაბეგაშვილი „კურიერთან“ საუბარში ამბობს, რომ პირადად ესაუბრა სპორტსმენებს და მათ უარყვეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს ინფორმაცია.
ათაბეგაშვილის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ძიუდოს ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას.
ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ის თავად შეხვდება სპორტსმენებს და ისინი განცხდებას გაავრცელებენ.
Facebook-ის მომხმარებელმა სახელად ვი ლოვ ჯუდო ინფორმაცია ღამით გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იაპონიაში ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ იჩხუბეს სპორტმენებმა, უცნობია, თუმცა ინფორმაციის ავტორი ირწმუნებოდა, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობა მხოლოდ გურამ თუშიშვილს არ მიუღია.