20 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
"შორს იყოს ქართული პოლიტიკისგან და სასამართლოში ივლის თუ აბანოში, აბსოლუტურად არ მაინტერესებს“ - გრიგოლ ვაშაძე ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში დაბარებაზე

"ივანიშვილი სასამართლოში ივლის თუ აბანოში, არ მაინტერესებს," - ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში დაბარების საქმეს.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მისთვის მთავარი მიზანია, ივანიშვილი ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს.

„ბიძინა ივანიშვილი და მისი ცხოვრების სამართლებრივი პერიპეტიები მე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს დედამიწის ზურგზე. მაინტერესებს, ეს ბიზნესმენი, მეცენატი, როგორც თავის თავს ეძახის, რაც შეიძლება, შორის იყოს ქართული პოლიტიკისგან. სასამართლოში ივლის თუ აბანოში, აბსოლუტურად არ მაინტერესებს,“ - ამბობს საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე.

ბიზნესზე შესაძლო რეკეტისადა ზეწოლის საქმეზე ლონდონის სასამართლო ბიძინა ივანიშვილს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ყოფილ და მოქმედ მინისტრებს გამოკითხვაზე იბარებს.

ზაზა ოქუაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დიმიტრი ქუმსიშვილი, ანზორ ჩუბინიძე, ლევან ყიფიანი, გიორგი გახარია და ნოდარ ხადური დაიბარეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები