24 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
ფარული ჩანაწერი, რომელშიც ქუთაისის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს სთხოვს, ხმა ზურაბიშვილს მისცენ

ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის ახალი ფორმა - ქუთაისში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ხელმძღვანელობა შეხვდა და მითითებები მისცა, რომ მხარი სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭირონ.

კურიერმა ამ შეხვედრის ამსახველი ფარული ჩანაწერი მოიპოვა.

ჩანაწერში ისმის, როგორ სთხოვს სამსახურის უფროსი თანამშრომლებს, რომ არ შემოხაზონ 5 ნომერი და არ აირჩიონ „9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი“. ის ასევე აღნიშნავს, რომ დანაპირები 400-ლარიან პენსიაზე არის ტყუილია .

ჩანაწერში ისმის, რომ სამსახურის უფროსი გრიგოლ ვაშაძეს "უხსენებლად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის ციხიდან ახალაიას და მერაბიშვილს გაათავისუფლებს.

ჩანაწერის ავტორი, რომელმაც შეხვედრა გადაიღო, აცხადებს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ორგანიზებით მიიყვანეს შენობაში და ტრანსპორტი ხელმძღვანელობამ გამოყო.

 

დღის ამბები