25 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
"ოცნების" კოორდინატორების თაღლითური სქემა ყველა რეგიონში ამოქმედდა - ისინი მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ მათი ვალები განულებულია

ქართული ოცნების კოორდინატორების თაღლითური სქემა ყველა რეგიონში ამოქმედდა. ოცნების წარმომადგენლები მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ მათი ვალები განულებულია.

თელავში მცხოვრები უტიაშვილებმა ბანკში მისვლის მალევე დაადგინეს, რომ მათ სესხი არ დაუფარეს და სიცრუეში ქართული ოცნების კოორდინატორებმა ამყოფეს.

სესხების დაფარვის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ თბილისში. თუმცა, მათი ნაწილი, საჯარო სამსხურში დასაქმებული ახლობლების გამო ანგარიშსწორების შიშით გამოჩენას და საჯაროდ საუბარს თავს არიდებს.

სესხის დაფარვას შეპირდნენ ქუთაისელებსაც. მათ ნაწილს ქართული ოცნების კოორდინატორებმა პირადად უთხრეს, რომ მათი ვალი ქართუ ბანკიდან დაფარეს, თუმცა, ვალის მქონე ბანკში მისულებს, სულ სხვა რეალობა დახვდათ.

კურიერს დღეს ისეთი მოქალაქეებიც უკავშირდებოდნენ, ვისაც ვალი არა აქვს, მაგრამ სესხის დაფარვას მაინც ჰპირდებიან. ასეთმა ზარებმა მოსახლეობის ნაწილის დაბნეულობა გამოიწვია.

სესხების დაფარვის შესახებ ცრუ ინფორმაციას ქართული ოცნების კოორდინატორები ყველა რეგიონის მასშტაბით ავრცელებენ.

მათი ნაწილი ასევე ფლობს ინფორმაციას კონკრეტული მოქალაქის სესხის რაოდენობის შესახებ, რაც პერსონალური ინფორმაციაა და კანონდარღვევას წარმოადგენს.

პერსონალური ინფორმაციის გამოყენების ფაქტების გამო საკითხის შესწავლა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატმაც.

 

 

 

ავტორები: ია გულიაშვილი, ედიშერ მუშკუდიანი, ლადო მენაბდე.

დღის ამბები