20 აპრილი 2024,   13:24
ვრცლად
"ჩვენ უბრალოდ ვაშაძეს კი არ ვუჭერთ მხარს, არამედ იმას, რომ რაც შეიძლება, მალე დასრულდეს "ოცნების" თავკერძა მმართველობა" - არმაზ ახვლედიანი

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, არმაზ ახვლედიანი, არჩევნების პროცესს არჩევანის ეთერში ეხმაურება.

ახვლედიანის თქმით, ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ვერ მოახერხა დაპირისპირების მუხტის განელება.

ოცნების კისერზეა ერთი დიდი ცოდვა პოლიტიკური - 6 წლის განმავლობაში, წინა წლების მწარე გამოცდილების მიუხედავად, დაპირებების მიუხედავად ვერ მოახერხა, რომ საზოგადოებაში ოდნავ მაინც გაენელებინა მუხტი დაპირისპირებისა და აგრეთვე, მუხტი დაუნდობლობისა,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე გამორჩეული კანდიდატია და ის ამომრჩევლის მხარდაჭერას იმსახურებს.

„ჩვენ, უბრალოდ, ბატონ ვაშაძეს კი არ ვუჭერთ მხარს, თუნდაც ასე განათლებულს, კულტურულ ადამიანს, გამოცდილ დიპლომატს და პატრიოტს, არამედ მხარს ვუჭერთ იმას, რომ აღარ გაგრძელდეს და დასრულდეს, რაც შეიძლება, მალე ოცნების თავკერძა მმართველობა,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

დღის ამბები