19 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
„ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა, ფუნდამენტური უფლების და საკითხის ფეხქვეშ გათელვა"- დავით ბაქრაძე არჩევნებს აფასებს 

„ევროპული საქართველოს“ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით პარტიის სამომავლო გეგმებზე განცხადებას ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ისაუბრებს - ამის შესახებ განცხადება, დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა მძიმედ და ევროპული საქართველო აცნობიერებს რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ახლა თითოეული პოლიტიკოსს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ შექმნილ ვითარებაში რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრებათ თითოეული პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალასა  მიტომ ჩვენ ბუნებრივია დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგებს, დაველოდებით ცესკოს საბოლოოდ გადაწყვეტილებას, გვექნება კონსულტაციები და ყველაფერი ამის შედეგად ძალიან გააზრებულად მშვიდად გაცნობებთ ჩვენს  გადაწყვეტილებას ჩვენს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით,“- განაცხადა დავით ბაქრაძე.

"ევროპულმა საქართველომ" იმ დარღვევებზეც ისაუბრა, რომელიც გიგა ბოკერიას თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა.

„ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა, ამ ფუნდამენტური უფლების და საკითხის ფეხქვეშ გათელვა, კომბინაციაში შავი ფულის ბრუნვასთან ერთად, დაშინებასთან, ძალადობასთან და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირების მასობრივ გამოყენებასთან ერთად ამან უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები