19 აპრილი 2024,   10:23
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებიან - კანდიდატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში შეკრებილები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. პრეზიდენტს კანდიდატი, დაახლოებით, ერთი საათია, რაც შტაბში მივიდა. მას მედიასთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ეგზიტპოლების მიხედვით, ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს. 

ადგილზე ასევე განთავსებულია საკონფერანციო დარბაზი, სადაც იმყოფებიან პოეტები, მსახიობები, მომღერლები და სხვა პირები, თუმცა დარბაზში ჟურნალისტებს არ უშვებენ. შტაბში იმყოფება სალომე ზურაბიშვილის შვილიც თეიმურაზ გორჯესტანი და საპრეზიდენტო კანდიდატის ძმა.

მედიისთვის კომენტარები საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა გააკეთეს.

„გამორიცხული იყო, რომ ეს შედეგი არ დადებულიყო, უნდა გრძნობდეს ქართველი კაცის მაჯის ცემას და პულსაციას, ვინც ამას გრძნობდა, ყველა ხვდებოდა, რომ ქართველი კაცი აღარ დაუშვებდა იმ ძალადობას, რაშიც ჩვენ ვიმყოფებოდით,“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

პოტმა დავით მაღრაძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მიმართა და ჰკითხა, როგორ ხართ, „ვერ გატყობთ კარგად ყოფნას“.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები