18 თებერვალი 2020,   01:30
ვრცლად
გენერალ გოგი თათუხაშვილის ოჯახის წევრებს საფრანგეთში ხმის მიცემის უფლება არ მისცეს

გენერალ გოგი თათუხაშვილის ოჯახის წევრებს საფრანგეთში ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. პარიზის მე-40 საარჩევნო უბანზე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრასბურგიდან გენერალი ოჯახის 9 წევრთან ერთად ჩავიდა.

გოგი თათუხაშვილის ოჯახმა საარჩევნო უბანზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რის გამოც მათ ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ. ამ ფაქტს გენერლის ოჯახის წევრებსა და საფრანგეთში საქართველოს კონსულთან და საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

საბოლოოდ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება მხოლოდ გენერალმა გოგი თათუხაშვილმა შეძლო.

„განხორციელდა ტერორი, ჩემი შუათანა შვილი და მაგის რძალი არ გაატარეს რეგისტრაციაში. გია თათუხაშვილის მეუღლე არ გაატარეს, გია გაატარეს, მაგრამ დღეს არ მიიღეს. საფრანგეთში, პირველ ტურში, მიიღო 1050 კაცმა მონაწილეობა, მეორე ტურში ციფრი გაიზარდა 2600-მდე. რის ხარჯზე გაიზარდა? ეს არის გაყალბება, მასიური გაყალბება, როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში,“- განაცხადა გივი თათუხაშვილმა. 

დღის ამბები