18 თებერვალი 2020,   01:52
ვრცლად
პროტესტი მქონდა, რომ რამდენიმე მეუფე პირდაპირ ერეოდა არჩენებში და მოწოდებებში - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში მეუფეების ჩართულობა და მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ არჩევნებში.

„ამ დილით მომილოცა პატრიარქმა და მომიწვია, ეს იყო დიდი პატივი. პატრიარქთან და სინოდის წევრებთან ვისაუბრეთ როგორც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. ვისაუბრეთ როგორი  უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი. პირობას ვდებ თქვენ წინაშეც, რომ რაც შეიძლება განვითარებული და მშვიდი გახდეს ჩვენი ქვეყანა.

„მე ვთქვი, რომ  პროტესტი მქონდა, რომ რამდენიმე მეუფე პირდაპირ ერეოდა არჩენებში და მოწოდებებში. ის ურთიერობა, რომელიც არის კონკორდატით დაწესებული არის ის, რაც ქვეყანას ჭირდება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები