17 სექტემბერი 2019,   03:08
ვრცლად
"ორბელიანის სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები,“ - სალომე ზურაბიშვილი

„როგორც იცით, ჩემი ოჯახი ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, წინაპრები, ამიტომ ორბელიანის სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

ზურაბიშვილი ამბობს,  რომ ორბელიანის სასახლე უფრო ევროპული ტიპის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის რეზიდენცია, მისი მასშტაბურობით.

„როგორც იცით, ჩემი ოჯახი ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, წინაპრები. ამიტომ, ორბელიანის სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები და მე მგონი, რომ თუ შევხედავთ ამ სასახლეს, აქაც თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ეს მასშტაბური სხვა რაღაცეებს მაგონებს ეს მასშტაბური შენობა, სხვა სისტემას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები