21 სექტემბერი 2019,   01:18
ვრცლად
პომპეზურობა არ არის ის, რაც უნდა ახასიათებდეს სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებას - ვოლსკი პრეზიდენტის სასახლეზე საუბრობს

პომპეზურობა არ არის ის, რაც უნდა ახასიათებდეს სერიოზულად, სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებას - ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის სასახლის შესახებ საუბრისას გააკეთა.  

გიორგი ვოლსკის განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს, პომპეზური სასახლე შესაფერისი არ არის პრეზიდენტისთვის. მისი თქმით, ამ აზრს მარტო სალომე ზურაბიშვილი არ იზიარებს, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის უფრო მისაღებ ავლაბრის რეზიდენციაა.

„მარტო ქალბატონი სალომესთვის არ არის მისაღები ის, რომ უფრო მოკრძალებული აპარტამენტი ჰქონდეს პრეზიდენტს, ეს საერთოდ, ჩვენთვის ყველასთვის მისაღებია. ვინაიდან, პომპეზურობა არ არის ის, რაც უნდა ახასიათებდეს სერიოზულად, სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, თუ ახლა ამჯერად არსებულ საპრეზიდენტო სასახლესთან დაკავშირებით საზოგადოებას დავეკითხოთ, ვფიქრობ საინტერესო აზრი ბევრი გაჩნდება,“ - განაცხადა გიორგიო ვოლსკიმ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლესთან დაკავშირებით გაჟღერებულ პოზიციას არ შეიცვლის.

„მას არა ერთხელ განუცხადებია, რომ იგი აპირებს პრეზიდენტის იმ რეზიდენციაში განთავსდეს, რომელიც ბოლო წლებში, შესაბამისად, მოეწყო საქართველოს პრეზიდენტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამ პოზიციას არ შეიცვლის,“ - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები