21 სექტემბერი 2019,   01:17
ვრცლად
ყველაზე მკაცრი და კრიტიკული დასკვნა არჩევნების შემდეგ - საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნების მეორე ტურის შეაჯამეს

ყველაზე მკაცრი და კრიტიკული დასკვნა არჩევნების შემდეგ - გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეაჯამეს.

დასკვნაში წერია, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა საფუძველს მოკლებული უპირატესობით. საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაში არ არის არც ერთი სიტყვა ნახსენები სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე.

საკმაოდ მწვავე იყო ევროპარლამენტის დამკვირვებელი რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი შოკში ჩააგდო ვალების დაფარვის შესახებ წინასაარჩევნოდ გაკეთებულმა განცხადებამ. დამკვირვებლები ამ ფაქტს ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ.

„ძალზედ გვაშფოთებს ნეგატიური კამპანია და ბრალდებები კანდიდატების მიმართ. 28 ოქტომბერს ეს გაუარესდა. მათ მიაღწიეს მიუღებელ დონეს, რომელმაც შეიძლება რისკი შეუქმნას დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში. დიდი სიურპრიზი იყო როდესაც შევიტყვეთ ვალების ჩამოწერის შესახებ 600 ათასი მოქალაქისათვის,“-განაცხადა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ლაიმა ანდრიკიენემ.

საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის არათანაბარი ფინანსური გარემო, რომლის გამოც ერთ მხარე აღმოჩნდა უპირატესობაში, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ.  

„სამწუხაროდ მკაცრი ნეგატიური და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ დიდი ჩრდილი მიაყენა კამპანიას და ხელი შეუწყო დაძაბულობის ზრდას საარჩევნო გარემოში. მე მინდა გამოვთქვა შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით და დამკვირვებელთა თვალთვალზე არჩევნების დროს,“-განაცხადა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარგარეტა სედერფელტმა

დღის ამბები