22 სექტემბერი 2019,   02:29
ვრცლად
პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო, შიშზე დაფუძნებული კამპანია და ამომრჩეველთა მოსყიდვა - NDI-ის მწვავე ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნებზე 

წინასაარჩევნო გარემო იყო პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული- არჩევნების მეორე ტურის NDI დასკვნას აქვეყნებს. მანამდე კი მონიტორინგის შედეგები  ეუთოს, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა წარადგინეს.

„საარჩევნო კამპანია დატვირთული იყო ძალადობის ცალკეული ინციდენტებისა და გავრცელებული ცნობებით დაშინების შესახებ. კამპანიაზე შესაძლოა გავლენას ახდენდა პრაქტიკა, რომელიც არღვევდა კანონს.

ხმების სავარაუდო მოსყიდვა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება. სამწუხაროდ პირველ ტურთან შედარებით უფრო მეტად აგრესიული იყო საარჩევნო რიტორიკაც, ადგილი ჰქონდა პერსონალურ თავდასხმებსაც. საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი კავშირ არ ჰქონდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან, ეს იყო უფრო რეფერენდუმი ლიდერის ასარჩევად.

მიგვაჩნია, რომ ქართველები იმაზე მეტს იმსახურებენ ვიდრე პოლიტიკური რეალობის საფრთხედ წარმოჩენაა“- განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონიმ.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ლაურა ლიდერმანი კი ამბობს, რომ პრემიერის მიერ გამოცხადებული პროგრამა ვალების ჩამოწერის შესახებ შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდეს. მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატმა გარკვეული რაოდენობის ხმები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აქციებითაც მიიღო, როგორიც იყო, მაგალითად კამპანია - აქცია „ არა მიშას“ , კანონდარღვევად აფასებენ დამკვირვებლები „პატრიოტთა ალიანსის“ მიტინგსაც, რომელიც მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ხმების მოსყიდვად აფასებს 600 ათასი მოქალაქისათვის ვალების ჩამოწერას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ლაიმა ანდრიკიენე. მისი თქმით, პრობლემა შექმნა არჩევნების თარიღის შუა კვირაში ჩანიშვნამაც.

“ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდით შეხვედრა გვქონდა ევროპარლამენტში და მოვუსმინე თქვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩემი კოლეგების რეაქცია, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ იყო შოკი. ჩვენ ვიყავით შოკში პრემიერ-მინისტრის განცხადების გამო, რომელიც  600 ათას ადამიანს ვალების ჩამოწერას დაპირდა. ეს მოხდა მეორე ტურის წინ, ჩვენ გაანალიზებული გვაქვს თქვენი კანონმდებლობა, საარჩევნო კოდექსი სისხლის სამართლის კოდექსი.

ასე რომ არამხოლოდ მატერიალურად რაღაცის მიცემა არჩევნების წინა, არამედ დაპირებაც ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება. გენერალური პროკურორის პრეროგატივაა მკაფიოდ შეაფასოს, ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ და ველოდებით დასკვნას.

რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებამ მოახდინა ამომრჩეველზე და მათ არჩევანზე გავლენა.

რაც შეეხება თარიღს, მოვუსმინე უამრავ ადამიანს, მათ შორის სტუდენტებსაც, რომელბმაც მითხრეს, რომ  ხმის მიცემას ვერ ახერხებდნენ რადგან ასობით კილომეტრის მოშორებით იყვნენ დარეგისტრირებული რაიონებში, წასვლა ვერ შეძლეს და ვერც ხმა მისცეს.  ეს ყველაფერი აისახა არჩევნების შედეგებზე“-ამბობს  სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ლაიმა ანდრიკიენე.

დღის ამბები