21 სექტემბერი 2019,   01:18
ვრცლად
"დღეიდან ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს" - გიორგი ვაშაძე

დღეიდან ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, გავიმარჯვებთ ღიმილით, თავდაჯერებულობით, მომავალი ჩვენია -ასე მიმართა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა. გიორგი ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც ხმა სწორედ გრიგოლ ვაშაძეს მისცა და აღნიშნა, რომ იმ დიდი წნეხის ფონზე, ეს მათი მხრიდან გმირობა იყო.

„თქვენ ხართ გმირები როცა გაუძელით ამხელა ზეწოლას და წნეხს, თქვენ ხართ გმირები რომ უარი უთხარით ამხელა ფულს რომელიც ტრიალებდა. ჩვენ საოცარ შედეგს მივაღწიეთ, 800 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩვენ ხელში მოგვცა მანდატი, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. იქ სადაც შედარებით ნაკლები იყო დაშინება და წნეხი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენ ორჯერ მეტი ხმა ავიღეთ ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ და თქვა, რომ საქართველოს გაერთიანებულ ოპოზიციას დაუპირისპირდა უკანონობა, წნეხი და დაშინება.

გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა. მან განმარტებები მოსთხოვა "ქართული ოცნების" ლიდერს იმ ქმედებებისთვის, რომელიც მისი თქმით, როგორც წინასაარჩევნოდ ,ასევე არჩევნების დღეს მიმდინარეობდა.  

„მაქვს კითხვას ბიძინა ივანიშვილთან, თქვენ რას ეუბნებით საქართველოს, თქვენ რა პასუხი გაქვთ იმაზე რაც ხდებოდა ქვეყნაში? შეიცვალა პოლიტიკური გარემო. ახალი  პოლიტიკური ვითარებაა ხალხო. საქართველოში არასდროს არ ყოფილა ოპოზიცია ამხელა მხარდაჭერით. გახსოვთ როდისმე ასეთი რამე? არც ერთ შემთხვევაში ქვეყანაში დაპირისპირება არ იქნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მაგრამ გაფრთხილებთ არც ერთ ჩვენ მხარდამჭერს თმა არ ჩამოუვარდეს თორემ პასუხს გაგებინებთ ამ ყველაფერზე. ძალა ერთობაშია და გაერთიანებული ოპოზიცია ამ არჩევნებზე შედგა,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები