22 სექტემბერი 2019,   02:28
ვრცლად
პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა - გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას აანონსებს 

გაერთიანებული ოპოზიცია კვირას,15:00 საათზე,  რუსთაველის გამზირზე,  მშვიდობიან მანიფესტაციას გამართავს - ამის შესახებ მხარდამჭერებთან შეხვედრისას გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყოს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით.
ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და უცხოელი ექსპერტებით.

ამავე თემაზე
დღის ამბები