22 სექტემბერი 2019,   02:23
ვრცლად
აირჩიეს მთავარსარდლად ადამიანი, რომელიც არ აირჩია ჯარმა... ეს ძალიან რუსული ხელისუფლება უნდა წავიდეს - ჩარკვიანი

აირჩიეს მთავარსარდლად ადამიანი, რომელიც არ აირჩია ჯარმა... ეს ძალიან რუსული ხელისუფლება უნდა წავიდეს - ასე დაიწყო თაკო ჩარკვიანმა საკუთარი მიმართვა, ფილარმონიაში, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ახლა უნდა შეცვალოს ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ არჩევნებზე ისევ  გაჩნდება ქვეყანაში რუსული ფული და „მდიდარი ადამიანი“ ისევ გამოიყენებს საკუთარ სიმდიდრეს.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ისეთი პრეზიდენტი „დაგვისვა ოლიგარქმა“, რომ რუსეთის ტელევიზიები ზეიმობენ მის არჩევას.

„ეს ყველაფერი რუსეთმა გაგვიკეთა და ყველა არჩევნებში რასაც უნდა იმას გაგვიკეთებს, ამიტომ რა უფლება აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას თქვენი თითოეული ხმა არ დაიცვას. ყველაზე კარგი და საოცარი რაც მოხდა, ის არის, რომ ხელისუფლება იცის, რომ ერთი მილიონი კაცი ღმუის მის უკან და ის ოპოზიციაა. ზუსტად ვიცით,რ ომ შიშით არ დაიძინებენ ღამე მოკრძალება და რიდი ექნებათ. სიყვარულის არ მჯერა მე, იმიტომ რომ მაშინ არ აკადრებდნენ ქალბატონს, რომლის დამალვაც მოუწიათ არჩევნების წინ.

ყველაფერი გვაკადრეს, 2012 წელს დაიწყო როგორც ჩანს ეს კადრება და მე პირადად ვერ ვიგრძენი,იმ დაშვებული შეცდომების გამო, რომელიც წინა ხელისუფლებს დროს იყო, ვერ მიხვდი, მაგრამ ორ სამ თვეში მივხვდი რომ დიდი რუსული უბედურება შემოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, სათავეში რუსული ფულია. ჩარკვიანი ამბობს, რომ ის ბოლომდე იბრძოლებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად , ახლა დაყოფა ღალატი იქნება.

დღის ამბები