22 სექტემბერი 2019,   02:23
ვრცლად
„საქართველოს გუშინ ოფიციალურად პრეზიდენტი არ აურჩევია" - ნიკა მაჭუტაძე

საქართველოს გუშინ ოფიციალურად პრეზიდენტი არ აურჩევია - ამ განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართა.

ნიკა მაჭუტაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებაზე უარი არ უთქვამს და ისინი ბრძოლას გააგრძელებენ. 

"ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უარი არ გვითქვამს ჩვენს სუვერენიტეტზე, არ გვითქვამს უარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი არ იყო აფხაზეთის შესახებ. ჩვენ უარი ვუთხარით მონობას, ჩვენ უარი ვუთხარით ამ ჩამორჩენილ ძალმომრეობას, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ამ ე.წ. ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ნიკა მაჭუტაძის თქმით, „ქართულმა ოცნებას“ ძალმომრეობით და მოსყიდვით შეეცადა „არჩევანის მოპარვას“.

„ქართველი ხალხი არავის მისცემს თავისი ნების ქურდობის უფლებას. ამას არ დაუშვებს საქართველოს არც ერთი მოქალაქე. პოლიტიკური და პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვი ბრძოლაზე საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ მხარდამჭერებს, საქართველოს მოქალაქეებს, ის პარტია და ის გაერთიანება შეჩვენდება, ის აღარ იარსებებს,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მისივე განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გუშინდელი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისი თქმით, გაერთიანებამ, მათი მხარდამჭერების დაკვეთით,  გადაწყვიტა, რომ ბრძოლა არ გაჩერდება და ვადამდელი საპარალამენტო არჩევნებს დანიშვნის მოთხოვნაზე ისაუბრა.

„საქართველოს გუშინ, ოფიციალურად პრეზიდენტი არ აურჩევია, ეს ქალბატონი ვერ და არ არის საქართველოს პრეზიდენტი,“ - ამბობს ნიკა მაჭუტაძე.

დღის ამბები