22 სექტემბერი 2019,   02:23
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებს და ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებს და ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. ოპოზიციამ მხარდამჭერებს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმართა და სამოქმედო გეგმა გააცნო.

"ძალა ერთობაშია" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, კვირას 3 საათზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს.  

გრიგოლ ვაშაძე და მისი მხარდამჭერები არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნებს კრიმინალური ფარსი უწოდა.

მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა. მისი თქმით, არჩევნების გაყალბებაში მთავარი დამნაშავე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც პასუხი ისევ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გასცეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, მხარდამჭერებს ჰპირდებიან, რომ მათი არჩევანის დასაცავად ბრძოლას ისევ ერთად გააგრძელებენ.

დღის ამბები