25 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
ივანიშვილის კიდევ ერთი ახდენილი ოცნება - ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას ბოქლომს დაადებენ

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ბიძინა ივანიშვილის სურვილის ასრულებით იწყება - პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია იხურება, ორბელიანების სასახლეში კი დილიდან რემონტი დაიწყო. მთავარი ზედამხედველები კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე არიან. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას, რომ სასახლე ინაუგურაციისთვის მზად იყოს.

უფლებამოსილების პირველივე დღეს ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რის გამოც ივანიშვილმა მის მიერ პირველად დანიშნული პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკა. ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილის კომუნალური ხარჯები დაითვალა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის შენახვა ავლაბრის რეზიდენციაში ძვირი ჯდება.

მანამდე კი ავლაბრის რეზიდენციაში დღეს ჟურნალისტები დაიბარეს. დემოკრატიის ხარისხის ვარდნა - ასე შეაფასა მოქმედმა პრეზიდენტმა მეორე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

კითხვას - აქვს თუ არა მნიშვნელობა სად იმუშავებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მარგველაშვილმა აღარ უპასუხა და პრეზიდენტის რანგში ჟურნალისტებთან ბოლო სელფი გადაიღო.

ბოლო ერთი წელია, თბილისის მერია ორბელიანის მოედნის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში ათონელის ქუჩის რეკონსტრუქციასაც ახორციელებს, რაც 52 მილონი ლარი ჯდება.

ათონელის რეზიდენციის რესტავრაცია სახელმწიფო ბიუჯეტს კი უკვე 26 მილიონი ლარი დაუჯდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ უბინადროდ დარჩენილი ორბელიანების სასახლეს ისევ კოსმეტიკური რემონტი სჭირდება.

რამდენი ხნით დაადებს ბოქლომს ბიძინა ივანიშვილი დიდი ხნის წინ დაწუნებულ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, ან არ განთავსდება ამ სივრცეში უცნობია. ერთი რამ ფაქტია, ივანიშვილისა და ზურაბიშვილის პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთს ორბელიანების სასახლესთან მიმართებაშიც დაემთხვა.

დღის ამბები