20 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
კრემლი კმაყოფილია - სალომე ზურაბიშვილის არჩევისთანავე რუსეთი საქართველოსთან ახალი ურთიერთობების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა

კრემლი საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით კმაყოფილია - სალომე ზურაბიშვილის არჩევისთანავე მოსკოვი ახალი ურთიერთობების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.

ვლადიმერ პუტინი გუნდს საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ იმედი გაუჩნდა, რომ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავა და განვითარდება.

რუსული მედია მთელია დღე ინტერესდება, რას ფიქრობს რუსეთს ხელისუფლება ზურაბიშვილის პრეზიდენტობაზე. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ, დიალოგის იმედი აქვს კონსტანტინე კოსაჩოვსაც, რომელიც ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

უფრო თამამია რუსი ექსპერტების მოლოდინები. ანალიტიკოსების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას სიმბოლურ მოვლენად მოიხსენიებს და საქართველოს საგარეო ორიენტაციის ცვლილებას ელოდება.

საქართველოში კი უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ კრემლის ლიდერების ოპტიმისტური ტონი მოსალოდნელი იყო.

ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის ოპტიმიზმის მთავარი მიზეზი თავად სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს ახალი პრეზიდენტის მიერ ჯერ კიდევ დეპუტატის სტატუსით გაკეთებული საჯარო განცხადებებია, რაც რუსეთის ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ კრემლის განცხადებები სტანდარტული რევერანსია.

თავად სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მაშინ, როცა რუსეთი მცოცავ ოკუპაციას და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას არ იშლის, საქართველოს ახლა თანამშრომლობის ეტაპზე გადასვლა არ შეუძლია.

დღის ამბები