17 სექტემბერი 2019,   03:03
ვრცლად
ქუთაისის 36-ე უბანზე გადასატან ყუთში საჭიროზე მეტი კონვერტი აღმოჩნდა - ყუთი საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნა

ქუთაისის #59 საოლქო კომისიამ #36 უბნის გადასატან ყუთთან დაკავშირებით იმსჯელა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, კომისიამ გადასატან ყუთში საჭიროზე მეტი კონვერტი აღმოაჩინა. 

შესაბამისად, პრევენციის მიზნით, ყუთი საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ გადასატან ყუთში ათი ცარიელი კონვერტი იქნა მოთავსებული, კომისიის გადაწყვეტილებით ეს არ არის დარღვევა, შესაბამისად ყუთის ბათილობის საკითხი არ დამდგარა.

გადასატანი ყუთის სიაში არსებული 35 ბიულეტინიდან კი ხმები ასე განაწილდა : 28 ხმა სალომე ზურაბიშვილს, 7 ხმა გრიგოლ ვაშაძეს. გადასატანი ყუთის შედეგები 36-ე უბნის შედეგებს დაემატება.

საოლქო კომისიაში სულ 17 საჩივარია შესული და ყველა მათგანი პროცედურული ხასიათისაა.

დღის ამბები