24 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
არჩევნებიდან ორ დღეში ლარი აშშ დოლართან - 2, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა

არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 2 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.69 ლარია, ხოლო ერთი ევროს ღირებულება - 3.05 ლარი.

ექსპერტების მოლოდინი გამართლდა. ისინი პროგნოზირებდნენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კურსი ხელოვნურად მხოლოდ მცირე დროით იქნებოდა შეჩერებული.

ეკონომისტები და ფინანსისტები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ელოდებიან, პარალელურად კი ფასების გაზრდას აანონსებენ.

დღის ამბები