23 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩვენების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს.

საქართველოს მეხუთე ქალი პრეზიდენტი ეყოლება და ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ის იქნება ბოლო პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური.

სწორედ ახალი კონსტიტუციითა და შეზღუდული უფლებამოსილებით მოუწევს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა.

მას შემდეგ, რაც ინაუგურაცია ჩატარდება, ზურაბიშვილს დეპუტატის მანდატი ოფიციალურად აღარ ექნება და ცესკო ამ რაიონში შუალედურ არჩევნებს გამოაცხადებს.

ინაუგურაციის შემდეგ დაიკეტება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია, რადგან უკვე ცნობილია, რომ ზურაბიშვილი საქმიანობას ორბელიანების სასახლეში დაიწყებს. ეს იქნება ზურაბიშვილის პირველი გადაწყვეტილება, რითაც ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის სურვილს შეასრულებს. იმ სურვილს, რომლის შესრულებაზეც გიორგი მარგველაშვილმა ივანიშვილს უარი უთხრა.

დღის ამბები