04 აპრილი 2020,   19:42
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო პერიოდში პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების პრობლემაზე საუბრობს

ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვა, დაშინება და შანტაჟი - მხოლოდ ეს არ იქნება იმ დარღვევების ჩამონათვალი, რომელიც სამოქალაქო სექტორის საჩივრებში მოხვდება. არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდში პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების შესახებ მიუთითებენ.

მათ ინფრომაციით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც არჩევნების წინ კერძო უწყებებმა მმართველ გუნდს გადაუგზავნეს ამომრჩველების საბანკო რეკვიზიტები.

სამოქალაქო სექტორი იმის გამოკვლევასაც ითხოვს, რა სიები ჰქონდათ მასიურად საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების აგიტატორებს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ამ სიებზეც ამომრჩევლის შესახებ პირადი ინფორმაცია იყო დატანილი.

დღის ამბები