20 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
"რა ვიცი, როდის იქნება... ვმუშაობ" - ათონელის ქუჩაზე "ორბელიანის სასახლეში" დილიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

"ვმუშობ, მე რა შუაში ვარ, გეოდეზისტი ვარ," - ათონელის ქუჩაზე ორბელიანის სასახლეში დილიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ახალ რეზიდენციას ახალი პრეზიდენტისთვის ამზადებენ. თუმცა, ადგილზე მომუშავე არცერთმა სპეციალისტმა არ იცის, როდის დასრულდება სამუშაოები.

"რა ვიცი, როდის დასრულდება. ვმუშაობ, რა შუაში ვარ, გეოდეზისტი ვარ," - ამბობს ერთ-ერთი ხელოსანი.

რესტავრატორები კი ამბობენ, რომ ათონელზე მდებარე შენობის რესტავრაციას, მინიმუმ, სამი დღე დასჭირდება. 

ხელისუფლებას სამუშაოების სრულად დასამთავრებლად ორი კვირა აქვს. ორ კვირაში ქალაქის მერმა  სასახლე ზურაბიშვილისთვის უნდა მოამზადოს და მიმდებარე ტერიტორია მოაპირკეთოს.

პრეზიდენტის სასახლის ავლაბრიდან ორბელიანის მოედანზე გადატანას აპროტესტებს ოპოზიცია.

დედაქალაქის მერი კი ამბობს, რომ ის ვერ გადაწყვეტს, სად განთავსდება პრეზიდენტის რეზიდენცია.

„დედაქალაქის მერი არ წყვიტავს მაგას, ვერ გეტყვით,“ - ამბობას კალაძე.

 

დღის ამბები