20 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პეტრო პოროშენკომ რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შესვლა აუკრძალა და სასაზღვრო სამსახური საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. უკრაინის საზღვრის გადაკვეთა 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს ეკრძალებათ.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს რეგულაცია ხელს შეუშლის პუტინის რეჟიმს,  უკრაინაში ე.წ "კერძო არმიის ქვედანაყოფები" ჩამოაყალიბოს, რომელიც რეალურად რუსეთის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენენ.

სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალებიც. არმიის ქვედანაყოფებმა მასშტაბური წვრთნები დაიწყეს.

აზოვის ზღვაში მომხადრი აგრესიის შემდეგ უკრაინა რუსეთთან არსებულ 40-მდე შეთანხმებას მორატორიუმს უცხადებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხიც დააყენა.

დღის ამბები