04 აპრილი 2020,   19:05
ვრცლად
"ჩვენი მიზანია, ივანიშვილი დამარცხდეს" - "ევროპული საქართველო" სამოქმედო გეგმაზე პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდება

გაერთიანებული ოპოზიცია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, კვირას რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციისთვის ემზადება.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, რის გამოც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.

რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, მათი გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. პარტია დღის ბოლოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტს, როგორი იქნება მათი სამომავლო სტრატეგია.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებისა და არჩევნებზე არსებული დარღვევების შესახებ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნაში წერია. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიული მანდატი ვერ მიიღო.

„განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც გადავდგამთ უახლოეს მომავალში. ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდეს და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ,“ - ამბობს კაპანაძე.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები