24 აპრილი 2024,   07:29
ვრცლად
წაქცეული ხეები, დაგლეჯილი ელექტროსადენები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - სტიქია სამეგრელოში

ანაკლიაში ძლიერი ქარია დაფიქსირებული. ქარის სიმძლავრე დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაძლიერდა.

წაქცეულია ხეები, დაგლეჯილია ელექტროსადენები, შესაბამისად ქალაქში გათიშულია ელექტროენერგია.

ძლიერი ქარის გამო დაზიანდა კოტეჯები და საგაზაფხულო ბუნგალო, ასევე ქარს მიაქვს პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ქვიშა. ძლიერმა ქარმა ხობში ხიდიც დააზიანა, რის გამოც გადაადგილება შეუძლებელია.

ადგილზე ხილვადობა საგრძნობლად გაუარესდა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„არ მინახავს ასეთი ქარი. ჯერ პირველად არის დღეს. ხეები აგერ ჰომ ხედავთ რა ამბავია, დაგლეჯილია ყველაფერი. პორტიდან მოაქვს ახლა ეს ქვიშა,“ - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები კახა სვანიძე.

დღის ამბები