19 აპრილი 2024,   00:50
ვრცლად
სტიქია დასავლეთ საქართველოში - სამაშველო ბრიგადები 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ

სტიქია დასავლეთ საქართველოში - ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით დააზარალა ქალაქი ქუთაისი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების სახურავები. ქარმა წააქცია ხეები, რის გამოც ჩაიხერგა გზები.

სამაშველო ბრიგადები 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ. სპეციალურ სამსახურში ამ დროისთვის ასზე მეტი შეტყობინებაა შესული. ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ასევე, გაიზარდა სტიქიის გამო დაზიანებული ელექტროქსელის რაოდენობაც. 

 

დღის ამბები