17 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
ძლიერი ქარის გამო ქუთაისი აეროპორტში რეისები გაუქმდა და გადაიდო

ძლიერი ქარის გამო შეფერხებით მუშაობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი.

უამინდობის გამო ქუთაისი - მილანის რეისი გადაიდო, გაუქმდა ფრენა ბარსელონის მიმართულებით.

პრობლემები შეექმნათ ბერლინისა და დორტმუნდის რეისის მგზავრებს, რადგან ძლიერი ქარის გამო ხომალდები დაკეტილია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბარგის გადმოტანა ვერ ხერხდება.

მგზავრებს განუმარტეს, რომ ბარგს თბილისში ჩააბარებენ.

დღის ამბები