20 მარტი 2019,   01:59
ვრცლად
აუთვისებელი ფული - დეკემბრის თვეში მთავრობას 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი აქვს დასახარჯი

აუთვისებელი ფული - 2018 წლის განმავლობაში ხელისუფლება თვიურად საშუალოდ 980 მილიონ ლარს ხარჯავდა. იმისათვის, რომ ბიუჯეტი შეასრულოს, დეკემბრის თვეში მთავრობამ 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს და ამით მიმოქცევაში დამატებით 720 მილიონი ლარით ჩაუშვას.

„ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ წლის ბოლო დღეებში, როდესაც ეროვნული ვალუტა ისედაც დარტყმის ქვეშაა ხოლმე, ერთბაშად 2 მილიარდ ლარამდე დახარჯვა ნეგატიურ შედეგს ვერ გამოიღებს.

დაფაზე "ვინ გვარცხვენს" - რამდენიმე სამინისტრო მოხვდა. რეიტინგში - ვინ ვერ აკეთებს საქმეს - პირველი ადგილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკავია,  რომელსაც 1 მილიარდ 815 მილიონიანი წლიური ბიუჯეტიდან დეკემბერში 847 მილიონი ლარი დასახარჯი რჩება. ანუ მთლიანი ბიუჯეტის 47%. სიზარმაცის რეიტინგში მეორე ეკონომიკის სამინისტროა, რომელსაც თანხობრივად 80 მილიონი ლარი აქვს ასათვისებელი, წლიური ბიუჯეტის 35%. ბოლოდან მესამე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროა, რომელსაც დეკემბერში დასახარჯი რჩება 63 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტის 22%.

აუთვისებელი ის თანხები დარჩა, რომლითაც ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო. მაგალითად, გარღვევაა გზების მშენებლობაში, სოფლების წყალმომარაგების პროგრამაში და ასე შემდეგ.

ავტორი: მიშა სესიაშვილი. 

დღის ამბები