25 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
ყველაზე ეროვნული მუსიკალური პროექტის პირველი ცოცხალი კონცერტი - „მხოლოდ ქართული“ კონკურსანტებმა ჯანსუღ კახიძის სიმღერები შეასრულეს

ყველაზე ეროვნული მუსიკალური პროექტის პირველი ცოცხალი კონცერტი - თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მხოლოდ ქართულის კონკურსანტები პირველად წარდგნენ ჟიურის და მსმენელის წინაშე.

კონკურსანტებმა ჟიურის და მსმენელის წინაშე  კომპოზიტორ ჯანსუღ კახიძის სიმღერები შეასრულეს. ამჯერად ჟიურის უცვლელ შემადგენლობას ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე შეემატა. მაყურებლის და ჟიურის რჩეული გუშინ ნოდარიკო ხუციშვილი გახდა, პროექტი კი ვაკო კრაწაშვილმა დატოვა.

მომდევნო ორშაბათს ბრძოლას უკვე 9 კონკურსანტი გააგრძელებს. მეგაშოუს მეორე კონცერტი ასევე დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

დღის ამბები