20 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია - ღონისძიების რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება 

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის სცენარის ერთ-ერთი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება. ფოცხიშვილი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალური კომისიის მიერ გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. ინაუგურაციის საორგანიზაციო საკითხების განხილვას ესწრებოდნენ სოზარ სუბარი, კახეთის გუბერნატორი და ასევე შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი. 

ინაუგურაციის მოსამზადებლად სპეციალურ კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, კახა კახიშვილი ხელმძღვანელობს.

ბასა ფოცხიშვილი ამბობს, რომ ინაუგურაციისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ რთული სამუშაოებია ჩასატარებელი, დიდი ჯგუფი იმუშავებს.

„ეს იქნება ჩემთვის უდიდესი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ გავაკეთო პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულიც და ევროპულიც. ძალიან დიდი ჯგუფი არის, რომელიც იმუშავებს, იმიტომ რომ ეს რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს და არის რთული გასაკეთებელი,“ - განაცხადა რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები