25 მარტი 2019,   04:12
ვრცლად
ნიკა რურუას ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა

პოლიტიკოს ნიკა რურუას ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა. ის ზანდუკელის ქუჩაზე, პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ მივიდა. გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და ნიკა რურუას ღვაწლსა და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა.

„მე ნიკოლოზს ვიცნობ არა ერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან. ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კულტურის ყოფილი მინისტრი გუშინ, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილემ, საზოგადოებას თავი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლით დაამახსოვრა. ნიკა რურუას სახელს უკავშირდება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსება თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საქართველოში გადმოსვენება და გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი. 

ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ. 

დღის ამბები