25 აგვისტო 2019,   20:54
ვრცლად
ბათუმის სასტუმროში ახალგაზრდები პოლიციელების სახელით შეიჭრნენ და სტუმრების დაყაჩაღება სცადეს

უცნაური ყაჩაღობის მცდელობა ბათუმში - ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჰოსტელის სტუმრებს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტიდან გაეცნენ. ბათუმელმა და დაღესტნელმა ორმა ახალგაზრდამ მათ განუცხადეს, რომ ე.წ. ბარიგების აყვანის ოპერაციას ატარებდნენ.

ჰოსტელის მეპატრონე ამბობს, რომ ყალბმა პოლიციელებმა უცხოელ სტუმრებს სცემეს და მათგან სიცოცხლის მოსპობის მუქარით მობილურ ტელეფონების და სხვა ძვირფასი ნივთების დათმობას ითხოვდნენ.  

ხმაური რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებსაც ესმოდათ. მას შემდეგ, რაც დაპირისპირებამ ჰოსტელიდან ქუჩაში გადაინაცვლა, ერთი თავდამსხმელი სტუმრებმა დაიჭირეს, მეორე გაიქცა.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელისგან პოლიციამ წართმეული მობილური ტელეფონი ამოიღო.

ორი თვითმარქვია პოლიციელი სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები