21 თებერვალი 2019,   00:45
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე კრიტიკა საქართველოს - „ქართული ოცნება“ ვაშინგტონის მოსაზრებას არ იზიარებს

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან მწვავე კრიტიკა და გაფრთხილება მიიღო. ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ამერიკელი დიპლომატი დახურულ ფორმატში მხოლოდ ამერიკელ ჟურნალისტებს შეხვდა.

საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველო იყო, სწორედ აქ განაცხადა ვაშინგტონელმა დიპლომატმა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებმა მრავლობითი დარღვევებით ჩატარდა.

მაიკ პომპეოს უწყების წარმომადგენლის განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.     

ვაშინგტონის კრიტიკა საქართველოს არჩეული პრეზიდენტისთვის შემაშფოთებელი არ არის. იმის მიუხედავად, რომ შეერთებულ შტატებს შენიშვნები სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აქვს, ამ თემაზე რეაქციას საჭიროდ არ მიიჩნევს.  

შტატების კრიტიკა გაუკვირდათ ხელისუფლებას. იმის მიუხედავად, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მძიმე დარღვევები გამოვლინდა, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი კი, რომელიც ნატოს იმავე მინისტერიალს ესწრებოდა, სადაც შეერთებულმა შტატებმა საპრეზიდენტო არჩევნები მწვავედ შეაფასა, ამტკიცებს, რომ კრიტიკის შესახებ არაფერი გაუგია.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ვაშინგტონი მწვავე კრიტიკა სრულიად გასაგებია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებამ დადასტურდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ზეწოლისა და მოსყიდვით ჩატარებამ საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს დარტყმა მიაყენა.

 

დღის ამბები