22 იანვარი 2019,   03:09
ვრცლად
ნიკა რურუას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ზანდუკელის 21 ნომერში ხალხის ნაკადი არ წყდება

გამორჩეული პოლიტიკოსი, მოაზროვნე და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის დაუღალავი მებრძოლი. ნიკა რურუას მისი თანამოაზრეები, ახლობლები და მეგობრები ხვალ დაემშვიდობებიან. პოლიტიკოსის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გადაასვენეს. ნიკა რურუას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ზანდუკელის 21 ნომერში, ხალხის ნაკადი არ წყდება. 

„იყო ძალიან მეგობრული ადამიანი, ძალიან გახსნილი, ინტელექტუალი, გემოვნებიანი ვისთანაც ურთიერთობა იყო ყოველთვის სასიამოვნო და ყოველთვის რაღაცას შეგძენდა,“ - აღნიშნა ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ.

ნიკა რურუას ოჯახს მიუსამძიმრეს ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. 

კულტურის ყოფილი მინისტრი გუშინ, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილემ, საზოგადოებას თავი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლით დაამახსოვრა. ნიკა რურუას სახელს უკავშირდება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსება თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საქართველოში გადმოსვენება და გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი. 

ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ. 

დღის ამბები