20 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
ატოცში ვითარების გამწვავებას ელოდებიან - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ოკუპანტების შესაძლო გააქტიურებაზე საუბრობენ

ატოცში დილიდან ვითარების გამწვავებას ისევ ელოდებიან. რამდენიმე საათში არ არის გამორიცხული, რომ ოკუპანტებმა ახალი ბოძების დადგმა და მავთულხლართის გავლება დაიწყონ. რუსი სამხედროების მიერ დაწყებული ბორდერიზაციის პროცესი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გუშინ უკვე ჩაშალეს. მათ მთელი ღამე ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენეს და დღესაც არ აპირებენ დაუშვან ატოცში ახალი ზოლის გავლება.

"ვაკვირდებით საღამოდან უჩვეულოდ გააქტიურებულ რუს ოკუპანტებს იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ადრეც მოდიოდნენ, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში არ რჩებოდნენ. გააქტიურებულია მოძრავი პატრული, გააქტიურებულია სატრანსპორტო მიმოსვლა. დილით ასევე შესაძლოა მოწმენი გავხდეთ იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება სცადონ, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ  მათ ამის საშუალება არ მივცეთ,"-აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა. 

დღის ამბები