20 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
ვითარების გამწვავების საფრთხე ფოკაში - მოკლული ტოროსიანის ოჯახი, დამნაშავეს ძალოვანებთან კავშირში ადანაშაულებს

ფოკაში მოკლულ ხაჟაკ ტოროსიანს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე კი ვითარების გამწვავების საფრთხე ისევ არსებობს. დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ფოკაში რჩება სპეციალური დანიშნულების რაზმი. მოკლულის ოჯახი კი სამართალდამცველებს ბრალდებულის მფარველობაში ადანაშაულებს. გალუსტ მკრტიჩიანის ძალოვანებთან კავშირზე მიუთითებს "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად გადაღებული კადრები. სასამართლოდან გამოყვანილი ბრალდებული ბადრაგს ქუჩაში ერთ-ერთ მანქანასთან მიჰყავს და პატიმარი იქ რამდენიმე წუთის განმავლობაში უცნობ პიროვნებას ესაუბრება. ეს საიდუმლო კომუნიკაცია მხოლოდ "კურიერის" გამოჩენის შემდეგ შეწყდა.

"დღეს არის ჩემი შვილის დაკრძალვა. შეგიძლიათ ჰკითხოთ თანასოფლელებს, ის არ იყო კონფლიქტური, ყველა დაპირისპირების ინიციატორი გალუსტ მკრტიჩიანი იყო. მოსახლეობა ძალიან გამწარდა, იმიტომ რომ მან ჩემი უდანაშაულო შვილი მოკლა და ამიტომ გადაუწვეს ქონება. იმედი გვაქვს სასამართლო მკაცრ განაჩენს გამოუტანს, სხვა შემთხვევაში მოსახლეობა ისევ ფეხზე დადგება,"- აცხადებს მოკლულის მამა, ვაღარშაკ ტოროსიანი.

დღის ამბები