25 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
"არ ჩაუდენია ამ ადამიანს არანაირი დანაშაული" - ბათუმში ძარცვაზე დაკავებულების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში ძარცვის ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულების ადვოკატები საქმის ხულიგნობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ამბობენ რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ. როგორც ჰოსტელში ყვებიან, ორი პირი პოლიციელის სახელით შეიჭრა სასტუმროში და სტუმრებისთვის ნივთების წართმევა სცადა. დაწესებულება იმავე შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაა განთავსებული.

"არ ჩაუდენია ამ ადამიანს არანაირი დანაშაული. ისევ ვიმეორებ, რაღაც გაუგებრობა მოხდა, რომელიც აუცილებლად უნდა გაირკვეს გამოძიებაში,"-აცხადებს ადვოკატი, პაატა ნაკაიძე. 

დღის ამბები